კალიფორნიის შტატის სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადგილობრივი პოლიციის უფროსი სოციალურ ქსელში წერს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სან-ბერნარდინოს სკოლაში საფრთხე აღარ არსებობს.
„ორი ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იყო მკვლელობა და თვითმკვლელობა",- დაწერა twitter-ის საკუთარ გვერდზე პოლიციის უფროსმა.