logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: მადლობა ბატონო გივი იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც ჩვენში დატოვეთ!
- +

11 აპრილი. 2017. 00:21



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში მსახიობის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„დავკარგეთ დიდი ხელოვანი და დიდი მეგობარი...

 

83 წლის ასაკში ცნობილი მსახიობი და ყველასათვის საყვარელი პიროვნება გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. მსურს მივუსამძიმრო მის ოჯახს და სრულიად საქართველოს, რადგან არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, ვინც ეს ტკივილი არ გაიზიარა. მათ შორის მცხეთელებიც, რომელთა სტუმარიც ხშირად იყო ბატონი გივი ბოლო პერიოდში.

 

ჩვენ დავკარგეთ დიდი ხელოვანი და დიდი მეგობარი. არასოდეს დამავიწყდება მისი თანადგომა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას თუ სხვა ღონისძიებების პერიოდში. არ შეეძლო, მაგრამ მაინც ჩამოდიოდა, ჩვენთან იდგა და ჩვენთან ერთად იბრძოდა.

 

მადლობა ბატონო გივი იმ დიდი სიყვარულისთვის, რაც ჩვენში დატოვეთ და იმ ტკბილი მოგონებებისთვის, რაც ყოველთვის ჩვენთან იქნება. შეუძლებელია წლებმა ეს გრძნობა წაშალოს. თქვენ ყოველთვის ჩვენს გულებში დარჩებით ისეთივე თბილი, მომღიმარი და იუმორით სავსე, როგორიც გვიყვარდით!" - წერს ხუნდაძე.


შეგახსენებთ, რომ თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner