logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ქართულმა კინომ და თეატრმა დიდი დანაკლისი განიცადა!
- +

11 აპრილი. 2017. 04:56


 

„მწუხარებას გამოვთქვამ შესანიშნავი ხელოვანის და უბრალოდ, კარგი ქართველის - გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ ოჯახს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია სოციალურ ქსელში წერს.


„ქართულმა კინომ და თეატრმა ნამდვილად დიდი დანაკლისი განიცადა. ბერიკაშვილმა დაუვიწყარი სახეები შექმნა როგორც კინოში, ისე თეატრში და ყველა თაობის მაყურებლის სიყვარული მოიპოვა. ის იყო ნამდვილად სახალხო არტისტი და სამშობლოს პატრიოტი", - წერს ქანთარია.

 

შეგახსენებთ, რომ თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მსახიობი კლინიკა „მედი ქლაბში" რამდენიმე დღის წინ მიიყვანეს. ის რეანიმაციაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner