logo_geo
eng_logo
უჩა ძოძუაშვილი „დელტას“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე აღადგინეს
- +

11 აპრილი. 2017. 04:30



სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობაზე აღადგინეს. აღნიშნული ინფორმაცია ძოძუაშვილის თანაშემწემ მედიას დაუდასტურა. ძოძუაშვილი მუშაობას უკვე შეუდგა და მივლინებით საუდის არაბეთში იმყოფება.


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გასული წლის 18 მაისს, თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში იმ პერიოდში აცხადებდენ, გათავისუფლების მიზეზი კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.


შესაბამის საკითხზე ამ ხნის განმავლობაში შესწავლა მიმდინარეობდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner