logo_geo
eng_logo
ელენე ლორთქიფანიძე: საქართველოდან გაქცევა გამოსავალი არაა!
- +

1 აპრილი. 2016. 12:25



საქართველოს ეროვნულ-ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი ელენე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ :



რომელ პერსპექტივაზე ვსაუბრობთ, ყველა გაქცევაზეა...

 

 

გასაგებია, მესმის და ვხედავ, რომ საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური და მატერიალურსიდუხჭირე სუფევს და რთულია ცხოვრება, მაგრამ რას აკეთებს ამ დროს თითოეული ადამიანი თავისი პიროვნების განსავითარებლად, რომელ რესურსსაც გამოიყენებს ქვეყნის სამომავლო კეთილდღეობისთვის? (ამ შემთხვევაში აქცენტს ახალგაზრდობაზე გავაკეთებ).

 

 

არა, მართლა მაინტერესებს, ეს ვიდეო პირველი შემთხვევა არ არის, ხშირად მომისმინია, რომ აღარ უნდათ ამ წუმპეში" ცხოვრება და ლიჟბი აქედან წავიდეთო" გაიძახიან, ამ დროს იმაზე თუ ფიქრობენ, რომ სხვაგან წუმპე კი არა, ჭაობი ელოდებათ?

 

 

ნუთუ გაქცევა გამოსავალია?!

 

რა თქმა უნდა, არა!!!

 

 

გამოსავალი ისაა, რომ ქართველებმა საქართველოს მივხედოთ, ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთოთ და ვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას სამშობლოსა და საკუთარი თავების წინაშე. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენივე კეთილდღეობისთვის, ამიტომ ნურც ხელს ჩავიქნევთ და ნურც გულზე დავიკრეფთ. უნდა ვიყოთ მუდმივ ძიებაში, განვითარების პროცესში და გვქონდეს ოპტიმისტური განწყობა, რომ ყველაფერი საუკეთესო თავად შეგვიძლია შევქმნათ. დღევანდელი საუკუნე იძლევა იმ პროდუქტს, რომლის ათვისების შემთხვევაში თითოეული ჩვენგანი შევძლებთ სწორ, სწრაფ და ხარისხიან განვითარებას, მთავარი მონდომებაა..." - წერს ლორთქიფანიძე.

 



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner