logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეა: ფხენიანი ნებისმიერი ომისთვის მზად არის
- +

11 აპრილი. 2017. 10:59


ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფხენიანი მკაცრად უპასუხებს პროვოკატორების ქმედებებს.


აღნიშნული წარმოადგენს ოფიციალური ფხენიანის პასუხს აშშ-ის გადაწყვეტილებაზე კორეის ნახევარკუნძულისკენ სამხედრო ხომალდების ჯგუფის გაგზავნის თაობაზე.

 

პროვოკატორების ქმედებების საპასუხოდ ფხენიანი მძლავრი იარაღის მეშვეობით ყველაზე მტკიცე კონტრზომებს მიიღებს, რათა სახელმწიფოს დაცვა უზრუნველყოს და ჩვენ მიერ არჩეულ გზას მივყვეთ", - აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეაში შეჭრაზე მიმართულმა აშშ-ის უგუნურმა ქმედებებმა, სერიოზულ ფაზას მიაღწია.


ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში სამხედრო ხომალდების განთავსებაზე გავლენას ვერ მოახდენს ჩრდილოეთ კორეის განვითარებაზე.


ფხენიანი ნებისმიერი ომისთვის მზად არის, ხოლო ვაშინგტონს პასუხისმგებლობა დაეკისრება აღმაშფოთებელი ქმედებების კატასტროფულ შედეგებზე", - ნათქვამია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner