logo_geo
eng_logo
კალიფორნიის შტატში სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- +

11 აპრილი. 2017. 11:37



კალიფორნიის შტატში, ქალაქ სან-ბერნანდინოს ერთ-ერთ სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - დაწყებითი კლასების მასწავლებელი და მისი 8 წლის მოსწავლე.


ქალაქის პოლიციის უფროსმა ჯაროდ ბურგუანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  სროლის შედეგად ცხრა წლის მოსწავლე დაშავდა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.


მისი თქმით, 53 წლის სედრიკ ანდერსონის თავდასხმის ობიექტი მისი მეუღლე იყო, რომელიც სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა. სკოლაში ცეცხლის გახსნის შემდეგ თავდამსხმელმა თავი მოიკლა.


სედრიკ ანდერსონი წარსულში ნასამართლევი იყო იარაღის უკანონო ტარების, ოჯახში ძალადობისა და ნარკოტიკების გავრცელების მუხლებით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner