logo_geo
eng_logo
„ვიმპელკომი“ კორუფციული გარიგებების გამო ჯარიმის სახით 795 მილიონ დოლარს გადაიხდის
- +

19 თებერვალი. 2016. 10:50


რუსული კომპანია „ვიმპელკომი" კორუფციული გარიგებების გამო ჯარიმის სახით 795 მილიონ დოლარს გადაიხდის.


გამოძიების მიხედვით, სატელეკომუნიკაციო კომპანია უზბეკეთის ბაზარზე ოპერირების დროს კორუფციულ გარიგებებს აწარმოებდა ქვეყნის პრეზიდენტის უფროსი ქალიშვილის გულნარა კარიმოვას კუთვნილ ფირმასთან.


კომპანიის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ვიმპელკომი" მზადაა, სოლიდური ჯარიმა გადაიხდოს. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია, აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო და ნიდერლანდების პროკურატურა უზბეკეთში რუსული კომპანიის საქმიანობს 2014 წლის მარტიდან იძიებდნენ.


ექსპერტების დასკვნით, უზბეკეთის ბაზარზე შესვლის დროს „ვიმპელკომმა" 114 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამი მისცა ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას. ჯარიმა, რომელსაც რუსული კომპანია გადაიხდის, აშშ-ში „საზღვარგარეთ კორუფციის შესახებ" კანონის მიღებიდან, ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური იქნება.


აღნიშნული კანონი 1977 წელს მიიღეს. საზღვარგარეთ კორუფციაში ჩართული უცხოური კომპანიის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება შესაძლებელია, თუ აღანიშნული ფირმა აშშ-შიც საქმიანობს ან ფასიან ქაღალდებს ყიდის ამერიკულ ბირჟებზე.



წყარო: 20/30


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner