logo_geo
eng_logo
სასამართლომ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
- +

11 აპრილი. 2017. 12:59



თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ.ე. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლით.   

 

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 26 აგვისტოს კ.ე. მივიდა მშობლების საცხოვრებელ სახლში და დედას ტელეფონის აპარატი ესროლა, რომელიც ამ უკანასკნელს სახის არეში მოხვდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. კ.ე. დედამისს ასევე სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რომელსაც მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

 

სამართალდამცველებმა კ.ე. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 111, 151-ე მუხლით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა) წარედგინა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.ე. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვით და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner