logo_geo
eng_logo
დავით ჭიჭინაძე: პრეზიდენტის მოხსენება ძალაუფლებას ჩაბღაუჭებას ჰგავს...
- +

11 აპრილი. 2017. 13:56


 


„პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში განსაკუთრებული არაფერი ყოფილა", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პრეზიდენტის მოხსენება შეაფასა.


როგორც ჭიჭინაძე აღნიშნავს, პრეზიდენტისი გამოსვლა ძალაუფლებას ჩაბღაუჭების მცდელობაა.


„პრეზიდენტი, მოგეხსენებათ, ხელისუფლების ნაწილია და შესაბამისად, ქვეყნის ინტერესებზე უნდა საუბრობდეს, ქვეყნის განვითარების გეგმაზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტმა უფრო მეტი აქცენტი კრიტიკაზე გააკეთა, თითქოს თვითონ ხელისუფლების ნაწილი არ იყოს და ქვეყნის ცხოვრებაში არ მონაწილეობდეს. ის, რაც მან გააკეთა, ჰგავს საკუთარი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებას, რომ მომავალში ამ ქვეყანაში როგორმე კიდევ იყოს. მისი სურვილია, სააკაშვილის დატოვებული კონსტიტუციის ის ნაწილი იყოს შენარჩუნებული, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, ქვეყანაში გაურკვევლობას იწვევს", - განაცხადა ჭიჭინაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner