logo_geo
eng_logo
დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე აღსარების ჩასაბარებლად შევიდა
- +

11 აპრილი. 2017. 15:51



დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მამა რევაზ სიხარულიძე აღსარების ჩასაბარებლად შევიდა. ამის შესახებ მამა რევაზმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობის მომზადების მცდელობაში ბრალდებულმა  დეკანოზმა 2 სასულიერო პირი დაასახელა, მამა რევაზი (სიხარულიძე) და მამა კახაბერი (გოგოტიშვილი), რომელთა ნახვაც სურდა.   


დეკანოზი გიორგი მამალაძე მიმდინარე წლის 10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. მთავარი პროკურორის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner