logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კვარტალური ანგარიში
- +

11 აპრილი. 2017. 16:21



„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" 2017 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილი სამუშაოები უკვე დაასრულა და სარეაბილიტაციო სამუშაოებში 20 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.


„კომპანიამ 2017 წელი გაორმაგებული ინვესტიციით დაიწყო. წელს, ჯამში სარეაბილიტაციო სამუშაოები 200 ქუჩაზე ჩატარდება და 170 კმ სიგრძის  ქსელი სრულად განახლდება. 

 

ინვესტიციის ერთი ნაწილი, 7 მლნ ლარი, ქსელის ინფრასტრუქტურული ელემენტების განახლებას მოხმარდება. 2017 წელს თბილისში 2700 ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში, წყალმომარაგების შეზღუდვის არეალი მინიმუმამდე შემცირდება და მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შეექმნება. წყალმომარაგების სტაბილურობას, ასევე,  230 ერთეული  წყლის წნევის რეგულატორი გააუმჯობესებს.  აღნიშნული ინფრასტრუქტურული ელემენტები დედაქალაქს 30 წლის განმავლობაში მოემსახურება.

 

დაგეგმილი პროექტების წარმატებით განხორციელების მიზნით, კომპანიამ წამყვანი ქვეყნების მიერ წარმოებული უახლესი სპეცტექნიკა შეიძინა, რაშიც  4.55 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ტექნიკური ბრიგადები თანამედროვე JCB ექსკავატორებით, თვითმცლელი მანქანებით და მძიმე ტექნიკის გადასაადგილებელი მისაბმელი ლაფეტებით არის აღჭურვილი.

 

დღეს, 11 აპრილს, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"  საინვესტიციო პოლიტიკისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - გურამ ახვლედიანმა და ოპერაციების მართვის დირექტორმა - მამუკა კიკალიშვილმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

 

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით,  კომპანიამ დედაქალაქის მასშტაბით 38  ქუჩაზე ამორტიზებული ინფრასტრუქტურა  უკვე სრულად განაახლა - 16,4კმ სიგრძის წყალსადენის და წყალარინების ქსელი ახლით შეიცვალა. ასევე, დამონტაჟებულია 200 ერთეული წყლის წნევის რეგულატორი და 292 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.

 

ამ მომენტში, კომპანიის ბრიგადები  ერთდროულად, 24 ქუჩაზე დგანან, სადაც 45კმ  წყალსადენის და წყალარინების ქსელები  ახლით იცვლება", - ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner