logo_geo
eng_logo
2017 წელს თბილისში 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება
- +

11 აპრილი. 2017. 16:46



„მიმდინარე წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 600-მდე მისამართზე საგზაო სამუშაოები ჩატარდება", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას  განაცხადა. მისი თქმით, საგზაო სამუშაოების პარალელურად, რამდენიმე ქუჩაზე  საკანალიზაციო ქსელი მოეწყობა.


როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ზაფხულში კაპიტალურად შეკეთდება პეკინის ქუჩა - შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის ახალი საფარი. საგზაო სამუშაოები ჩატარდება „ავლაბრის" მეტროდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, ირბახის, წურწუმიას,  ზურაბიშვილის,  ფეიქრების, მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, პეკინის, ქიზიყის, გარეჯის, მონადირის, ამაღლების, ჭიჭინაძისა და ცაიშის ქუჩებზე, ასევე, თელავის ქუჩის ნაწილზე. 


ასევე, კეთილმოეწყობა „ლაგუნა ვერესთან" მდებარე გზა და გარდაბნის გზატკეცილი, სადაც საგზაო სამუშაოები უკვე  მიმდინარეობს.


დავით ნარმანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ქუჩების  რეაბილიტაცია  ხარისხიანად განხორციელდეს, რათა ამ გზებზე გადაადგილება მოსახლეობისთვის კომფორტული და მოსახერხებელი იყოს. 


შეგახსენებთ,  თბილისის მერი წარმომადგენლობით ორგანოში დღეს მეშვიდედ მივიდა. დავით ნარმანია მერად არჩევის შემდეგ ინიციატივით გამოვიდა, რომ თბილისის მერს ბიუჯეტი საკრებულოში ყოველწლიურად პირადად წარედგინა. დავით ნარმანია  დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას უპასუხებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner