logo_geo
eng_logo
„2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ შექმნილა“
- +

1 აპრილი. 2016. 12:37



მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები არ არის მოპოვებული და შექმნილი.



მისი თქმით, რთულია პროგნოზირება, ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა კადრები და რაში მოხდება მათი გამოყენება.



როგორც გამოძიებითაა დადგენილი, არც ერთი კადრი 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არ არის მოპოვებული და შექმნილი. შესაბამისად, 2012 წლის ოქომბრამდე პერიოდში, ვინც ასეთი კადრების შექმნას ახორციელებდა, ნაწილი არის ძებნილი, ნაწილს საქართველოს ტერიტორია დატოვებული აქვს და რთულია პროგნოზირება იმის, თუ ვინ რომელ ქვეყანაში ვის და რა მიზნით გადასცა და რაში გამოიყენებს", - განაცხადა ვასაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner