logo_geo
eng_logo
შსს ორთაჭალაში მამის მიერ შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
- +

11 აპრილი. 2017. 18:45



შინაგან საქმეთა სამინისტრო ორთაჭალაში მამის მიერ შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

მიმდინარე წლის 10 აპრილს შსს- გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნადიკვრის ქუჩაზე, მოქალაქემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შსს- თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლები აღნიშნულ მისამართზე ოპერატიულად გამოცხადდნენ.

 

ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნოდარ . დააკავა, ხოლო დანაშაულის იარაღი - არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს გასროლილი მასრები და ნოდარ .- შვილის, მიხეილ .- კუთვნილი ავტომანქანა, რომელსაც ძარაზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მიყენებული დაზიანების სამი კვალი.

 

საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოკითხულმა პირებმა პოლიციას განუცხადეს, რომ ნოდარ .- შვილთან - 1993 წელს დაბადებულ მიხეილ .-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა, რა დროსაც მან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოსა და ქუჩაში რამდენიმე გასროლა განახორციელა. ის ფაქტი, რომ მიხეილ . მამამისის მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა, პოლიციას გამოკითხულმა პირებმა დაუმალეს. აღნიშნულის შესახებ დუმდა თავად დაჭრილიც, გარეგნულად კი მას დაზიანება არ აღენიშნებოდა. ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალი ასევე არ დაფიქსირდა.

 

როგორც მიხეილ .- მეუღლემ, 1997 წელს დაბადებულმა მარიამ .- მოგვიანებით პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში განაცხადა, დაჭრის ფაქტი მან თავდაპირველად პოლიციას მეუღლის კატეგორიული მოთხოვნით დაუმალა. თუმცა, მიუხედავად მიხეილ .- გაფრთხილებისა, როდესაც მან შენიშნა, რომ მისი მეუღლე შეუძლოდ გახდა, პოლიციას სიმართლე გაუმხილა და დახმარება ითხოვა.

 

აღნიშნულის შემდეგ, სამართლდამცველებმა, ოპერატიული რეაგირებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მიხეილ . დაუყოვნებლივ ჩასვეს ავტომანქანაში და უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანეს.

 

მიუხედავად ჩატარებული სამედიცინო ღონისძიებებისა, მიხეილ . საავადმყოფოში მიყვანიდან, დაახლოებით, ერთ საათში გარდაიცვალა. მიხეილ .- გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

 

გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236- მუხლის მე-2 ნაწილით და 11-108- მუხლებით)." - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner