ავტორი სოფო ხუგოიანი
„საქართველოს ახალგაზრდა ეროვნული ალიანსის" თავმჯდომარე გიორგი გაბედავა პროკურატურაში დაიბარეს. „რეპორტიორთან" საუბრისას გაბედავამ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე აუტვირთეს ლინკები, რომელიც დაკავშირებული იყო პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან.
„სოციალურ ქსელში, კომენტარებში დამიდეს ვიდეოს ლინკები, ამას გარდა პირად ჩატშიც ჩამიგდეს ვიდეო. ამ ლინკების ნახვის შემდეგ დავუკავშირდი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვაცნობე ფაქტის შესახებ. დღეს დამიბარეს დაკითხვაზე, თუ რამით შევძლებ დავეხმარო გამოძიებას, მზად ვარ თანამშრომლობისთვის", - განაცხადა გაბედავამ.