logo_geo
eng_logo
ედიშერ ქარჩავა: ამ ვერსიებში გიორგი მამალაძე თავად მოდის წინააღმდეგობაში
- +

11 აპრილი. 2017. 19:29


 

„ეს ამყარებს ეჭვს, რომ ის სხვების ინტერესებს ემსახურება", - განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ  „ციანიდის საქმეზე" გაზეთ „პარიმტაიმთან" საუბრისას.

 

„სამწუხაროა, რომ მღვდელი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვეყრდნობი მის და მისი ადვოკატების ვერსიებს. ამ ვერსიებში გიორგი მამალაძე თავად მოდის წინააღმდეგობაში. თუ ქალბატონ შორენასთან არ იყო კარგ ურთიერთობაში და მის კორუფციულ საქმეებს იკვლევდა, მაშინ რატომ უნდა გამოერთმია შორენასთვის 500 დოლარი და დახმარება გაეწია შხამის შეძენაში?! პირადად ჩემთვის, ეკლესიისა და მთლიანად საზოგადოების  წევრისთვის მისი ეს პოზიცია არის მიუღებელი და ემსახურება სხვა პირის ინტერესებს. ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს ინტერესი პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ამ ადამიანებს შორის შესაძლებელია იყვნენ როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. მათ ინტერესებს ემსახურება მამა გიორგი. გიორგი მამალაძეს მისმა მოძღვარმა, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა მიმართა, რომ სიმართლე თქვას და პროკურატურასთან ითანამშრომლოს. ამაზე უარს ამბობს, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ის სხვების ინტერესებს ემსახურება", - აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner