logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: „Check in Georgia“-თი წარმოუდგენელი სარგებელი ნახა ადგილობრივმა მეწარმეობამ
- +

11 აპრილი. 2017. 20:34



5 აპრილს, გადაცემა „პრიორიტეტში" კულტურის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა კულტურის სამინისტროს ბრალდებები წაუყენა. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სამინისტროს მხრიდან სფეროს მიმართ უყურადღებობის გამო. მსახიობმა ბესო ზანგურმა აღნიშნა, რომ სამინისტროში უნდა შეწყდეს ბიძაშვილ-მამიდაშვილობანა და უნდა დაკომპლექტდეს პროფესიონალი, ობიექტური კადრებით. გადაცემაში წამოყენებულ ბრალდებებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ უპასუხა.

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხაზს ვუსვამ, „Check in Georgia" შარშან განხორციელდა სამინისტროს ძალებით და არცერთ კერძო კომპანია და მითუმეტეს, ის კომპანია, რომელშიც მე ვმოღვაწეობდი წლების წინათ, არც პირდაპირი და არც ირიბი სახით არ იყო ამ დიდი ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზებაში ჩართული. თავიდან ბოლომდე კულტურის სამინისტროს ძალებით და ორგანიზებით ჩატარდა, რამაც რამდენიმე მილიონი დაზოგა. ჩატარდა უმაღლეს დონეზე. წარმოუდგენელი სარგებელი ნახა ადგილობრივმა მეწარმეობამ, არაფერს ვამბობ ადგილობრივი ტურისტული ნაკადის გააქტიურებაზე; წარმოუდგენელი დამატებითი შემოსავალი ნახეს ადგილობრივმა მეწარმეებმა, ყველა იმ ბიზნესმა, რომელიც ტურისტულ ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული" , - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner