პეკინის თავზე მოდებული ნისლის გამო, ჩინეთი „წითელ განგაშს" აცხადებს. მოსახლეობის მომაკვდინებელი ჰაერისგან დასაცავად ქალაქში სიფრთხილის უმაღლესი ზომებია მიღებული. პეკინის ზოგიერთ ნაწილში მოსახლეობა მხოლოდ 200 მილის რადიუსში ხედავს. ამის შესახებ REUTERS-ი იუწყება.
ქალაქი უკვე იყო „ნარინჯისფერი განგაშის" ზონაში, რაც მშენებლობების და ინდუსტრიული საქმიანობის შემცირებას გულისხმობდა. „წითელი განგაშის" აკრძალვით კი ქუჩებში მანქანების ნახევარი ვეღარ იმოძრავებს, აიკრძალება სატვირთო მანქანების გადაადგილება, სკოლებში სწავლა შეწყდება და ქუჩებში ნებისმიერი სახის გარე საქმიანობა შეიზღუდება.
ჰაერის დაბინძურებას ქვეყანაში სამრეწველო პოტენციალის ზრდა და მოძველებული მანქანების დიდი რაოდენობა იწვევს. გარემოს დაცვის მინისტრი მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და გარემოს დაცვის ინსპექციას ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
ჰაერის დაბინძურების პრობლემა ჩინეთში წლების განმავლობაში არსებობს, მაგრამ საკითხით ხელისუფლება გასულ კვირას დაინტერესდა, როდესაც დაბინძურებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და „წითელი განგაში" გახდა საჭირო.