logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: თუ რამეს ვკარგავთ დღეს, ესაა...
- +

31 მარტი. 2016. 12:56



პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი FACEBOOK-ზე წერს:


დიდი სხვაობაა 25 წლის წინანდელ დამოკიდებულებებს და დღევანდელ სიტუაციას შორის... 1991 წლის 31 მარტს, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს, ერთდროულად ტარდებოდა არჩევნები და რეფერენდუმი დამოუკიდებლობაზე.

 

 

ჩვენ გამსახურდიას ოპოზიცია ვიყავით და ბოიკოტს ვუცხადებით აღნიშნულ არჩევნებს.

მაგრამ მიუხედავად ამისა, იმ დღეს გავედით და ზვიად გამსახურდიას მიერ დანიშნულ რეფერენდუმში მივიღეთ მონაწილეობა და ხმა მივეცით საქართველოს დამოუკიდებლობას.

არსებობს ფასეულობა, რომელიც ბევრად მეტია და არც შეედრება პოლიტიკოსთა შორის უთანხმოებას.  და არანაირი ტრადიცია, ღირებულება იმაზე მეტი არ არის, როცა პირველხარისხოვანს მეორე და მესამეხარისხოვნისგან ანსხვავებ!

 

 

თუ რამეს ვკარგავთ დღეს, სწორედ ესაა - სიმართლე კი არა, ჩვენი საკუთარი დამოკიდებულება და ადგილი გვაინტერესებს და ესაა ჩვენი მთავარი უბედურება!

მთავარი ისაა, რომ ყველასთვის, ვისაც საქართველო უყვარს, გამსახურდიას მომხრე იქნება თუ მოწინააღმდეგე, 1991 წლის 31 მარტი საქართველოს მოსახლეობის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის ოფიციალური დადასტურების დღეა!" - წერს სარიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner