logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტსა და შესაბამის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პირდაპირი კავშირები იკვეთება
- +

11 აპრილი. 2017. 21:39


 

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში" პოლიტიკური სპექტრის ორ ნაწილად გაყოფაზე ისაუბრა. კობახიძის თქმით პრეზიდენტსა და კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის იკვეთება პირდაპირი კავშრი, რომელიც დაფარული არ არის.


„მთლიანად საუბარია ორ ბანაკზე, მეორე ბანაკში ჯერ კიდევ მოიაზრება ის სუბიექტი, რომელიც დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, რომელსაც აქვს საკუთარი მედიარესურსი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი ოპოზიციასი. ეს არის "ნაციონალური მოძრაობა" თავისი ორი დანაყოფით. განაციონალდა თუ რა შეფასებას მივცემთ პრეზიდენტს... ფაქტი კიდევ ერთია ორ ბანაკად გაყოფაზეა საუბარი და პრეზიდენტი ცდილობს, რომ რაღაცნაირად თვითონ წარმართოს ის პროცესები, რომელიც დაკავშირებულია ამ მეორე ფრთის კონსოლიდაციასთან. ეს არის სურათი და იკვეთება პირდაპირი კავშირები პრეზიდენტსა და შესაბამის პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ეს დაფარული არც არის ამ ღია პროცესებს ჩვენ ყველა ვაკვირდებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner