logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის არჩევის წესზე: „საბოლოოდ ჩვენ მივდივართ ამ სისტემამდე“
- +

11 აპრილი. 2017. 21:39



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში" განააცხადა, რომ საბოლოოდ მიდიან იმ გადაწყვეტილებამდე, რომ  პრეზიდენტის არჩევა მოხდება ირიბად და არა პირდაპირ.


„საბოლოოდ ჩვენ მივდივართ ამ სისტემამდე. რაც შეეხება ამოქმედების თარიღს, ამის შესახებ პარლამენტში საბოლოოდ ჩამოყალიბდება პოზიცია. ჩენ გავაჟღერეთ ჩვენი შეთავაზება, რომ მომავალ წელს ჩატარდეს პირდაპირი წესით და შემდეგ უკვე არაპირდაპირ, რათა მოიხსნას პერსონალური ფაქტორი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას", - აღნიშნა კობახიძემ.


კითხვაზე, შესაძლებელია 2018 წელსაც არაპირდაპირი წესით აირჩიონ პრეზიდენტი? - პარლამენტის თავმჯდომარე ასე პასუხობს:


„თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია. არაპირდაპირი არჩევის წესზე საუბარია არა საპარლამენტო სწესზე, არამედ გაფართოებულ წესზე, როდესაც ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner