logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არჩევნებში, თითქმის გარანტირებული ალბათობით გაიმარჯვებს „ქართული ოცნების" კანდიდატი
- +

11 აპრილი. 2017. 21:47


 

„თქვენ წარმოიდგინეთ არჩევნები, ძალიან დიდი ალბათობით და თითქმის გარანტირებული ალბათობით გაიმარჯვებს „ქართული ოცნების" კანდიდატი" ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში" განცხადა.  მისი განცხადებით, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტის  დამოკიდებულების ხარისხი პარტიისადმი გაცილებით მაღალია.


„ოპონენტები ამბობდნენ რომ არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება ზეპარტიული, იქნება დამოკიდებული მართველ პარტიაზე. თქვენ წარმოიდგინეთ არჩევნები, ძალიან დიდი ალბათობით და თითქმის გარანტირებული ალბათობით გაიმარჯვებს "ქართული ოცნების" კანდიდატი, თან გაიმარჯვებს იმ პირობებში, რომ დაიხარჯება მილიონობით ლარი საარჩევნო კამპანიაზე, ბუნებრივია ასეთ დროს პარტიის მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხი ნებისმიერი კანდიდატის არის ბევრად უფრო მაღალი. ანუ თუ საუბარია პარტიაზე დამოკიდებულებაზე, პირდაპირი არჩევნების პირობებში ბევრად უფრო არის დამოკიდებული არჩეული პრეზიდენტი, იგივე იქნება ოპოზიციური პარტიის კანდიდატთან მიმართებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner