logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი არ უნდა იყოს,არც პროსახელისუფლებო და არც პროოპოზიციური
- +

11 აპრილი. 2017. 21:48



პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში" პრესზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა. კობახიძის თქმით, როდესაც ლაპარაკი მიდის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე, მსჯელობა ზედაპირულია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით საკონსტიტუციო კომისიაში ამ თემაზე საუბრისას ნათელი ხდება, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული.



„ჩვენ გვესმის ხშირად ძალიან ზედაპირული მსჯელობა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. ამ დროს სიღრმეში უნდა შევიდეთ. როდესაც კომისიაში განვიხილავთ ამ საკითხს ჩვენ შევდივართ სიღრმეში და გვაქვს კონკრეტული არგუმენტები იმისა, რომ ამ სისტემაში უმჯობესია პრეზიდენტი იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული, მათ შორის იმის გამოსარიცხად რომ პრეზიდენტი არ იყოს ოპოზიციაში ხელისუფლებასთან. პრეზიდენტი არ შეიძლება იყო არც ოპოზიციაში და პოზციაში, პრეზიდენტი არ უნდა იყოს არცერთი მხარე, არც პროსახელისუფლებო და არც პროოპოზიციური, ეს არის ერთ ერთი ფუნდამენტი იმ სისტემის, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner