პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „რეაქციაში" პრეზიდენტის ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრასტან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს და არასამტავრობო ორგანიზაციებს შეხვდა.
„ეს იყო არაერთი პარტია და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. საუბარია ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიებსა და ყველაზე მსხვილ არასამთავრობოებზე, რომლებთანაც ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტს შეხვედრა ჰქონდა. ეს არის კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაცია. დანარჩენი ღიად ვიცით, რომ პრეზიდენტი აწარმოებს ღია კამპანიას საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ.