პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „რეაქციაში" ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტი მხარე არ უნდა იყოს, რადგან ის კონსტიტუციით არბიტრის ფუნქციით არის აღჭურვილი.
„ჩვენ არ გავურბივართ სირთულეებს. პრობლემებზე უნდა ვისაუბროთ ყველამ. უნდა ვისაუბროთ პარლამენტარებმა, ისაუბროს, პრემიერმა, პრეზიდენტმა, მაგრამ სურათი უნდა წარმოვაჩინოთ ობიექტურად. სირთულეების მიზეზებიც ობიექტურად უნდა იყოს წარმოჩენილი.
რაც შეეხება პრეზიდენტის შეფასებას, ცალმხრივად იყო შეფასებული. შესაბამისად, ობიექტურად გაჩნდა ის განცდა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით არბიტრის ფუნქციით არის აღჭურვილი მხარე არ უნდა იყოს. ცალმხრივად არ უნდა გვაწვდიდეს ინფორმაციას. ოპოზიცია კრიტიკული უნდა იყოს და მათ სუბიექტურობის უფლებაც აქვს, თუმცა პრეზიდენტს სხვა როლი აქვს მინიჭეებული. ის არბიტრი უნდა იყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.