დორტმუნდში, საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის" ავტობუსის წინ მცირე სიმძლავრის სამი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა.
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში დორტმუნდის „ბორუსია" ფრანგულ მონაკოს უპირისპირდება სახლში.