logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: ალეკო, კომპასს გამოგიგზავნი, რომ დედაქალაქის ქუჩებში და მერის კაბინეტში გზა არ აგებნას!
- +

11 აპრილი. 2017. 23:00


 

თბილისის მერიის წარმომადგენელი საკრებულოში, ეკონომიკის დოქტორი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ალეკო ელისაშვილს მიმართავს:

 

„დღეს იყო დედაქალაქის მერის ანგარიში საკრებულოში. პროცესი იყო საკმაოდ აკადემიური და აუდიტორია პრეზენტაციას საკმაოდ დადებითად შეხვდა.

 

ალეკო, მთელი სხდომის განმავლობაში ხმა არ ამოგიღია, დაგისვეს უამრავი შეკითხვა შენს ცილის წამებასა და ტყუილებზე და შენი პასუხი იყო მხოლოდ და მხოლოდ სიჩუმე.

 

3 წლის განმავლობაში შენი და შენი ბიუროს შენახვა დედაქალქის მოსახლეობას 220 000 ლარზე მეტი ანუ თვეში 6 000 ლარზე მეტი რომ უჯდება რაში გიხდიან ხელფასს? სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობაში თუ სამართლებრივი აქტების ინიცირებასა და საკრებულოში მუშაობაში? იცის თუ არა საზოგადოებამ ის, რომ მხოლოდ 5 სამართლებრივი აქტის ინიცირება მოახდინე მთელი 3 წლის განმავლობაში? და რა აქტებია ესენი? საკრებულოს სამუშაო საათების ფორმირება, პანთეონში ადამიანის საკრძალვის ვადები და ა.შ.

 

თბილისის გადამრჩენლად რომ მოგაქვს თავი დღეს 6 საათის განმავლობაში 1 შეკითხვაზე მაინც გეპასუხა?

 

ვაპირებდი შენთვის შენი ტყუილების სიმბოლოს კომპასის ჩუქებას, მაგრამ ისე გავარდი დარბაზიდან თვალი ვეღარ მოგკარი ვერსად.

 

აუცილებლად გამოგიგზავნი ამ კომპასს და იარე ჯერ დედაქალაქის ქუჩებში და შემდეგ მერის კაბინეტში გზა არ აგებნას.

 

ალეკო, ცრუპენტელები და მატყუარები არ უყვარს თბილისს!

 

ამ კომპასს ერთი მიმართულება აკლია და ამ მიმართულებას აუცილებლად განახებენ თბილისელები ოქტომბრის არჩევნებში" , - წერს აბესაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner