logo_geo
eng_logo
შოთა გლურჯიძე ნათია ფანჯიკიძეს პასუხობს - „როგორ დავამარცხოთ რუსეთი...“
- +

12 აპრილი. 2017. 00:26



მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის სტატუსს ეხმაურება.


„როგორ უნდა დავამარცხოთ რუსეთი: 1. რუსული ენა და ლიტერატურა უნდა დავივიწყოთ. 2. რუსული ბლინები და ვოტკა ვჭამოთ და დავლიოთ, ისე რომ ბოლომდე გავანადგუროთ ოკუპანტის პროდუქტების მარაგი. 3. მათ ჯინაზე, კბილები არ გამოვიხეხოთ. 4. ტანიც არ დავიბანოთ და ზედ აჯიკა წავისვათ. 5. მართმადიდებლობა ავკრძალოთ რუსეთთან ერთმორწმუნეობის გამო და ისევ ძირძველ ტოტემიზმს დავუბრუნდეთ. 6.რუსული გაზის ონკანი მოვუშვათ (ვითომ შემთხვევით) და სულ დავუცალოთ. 7. პუშკინის, გოგოლის და გრიბოედოვის ძეგლებს ამერიკული ბულდოზერით გადავუაროთ. 8. დავწვათ რუსული წიგნები ბიბლიოთეკებში, ამ ცეცხლზე მეგრული გოჭები შევწვათ და რუს ტურისტებს ვაჭამოთ. 9. მენდელეევის ტაბულა ნათიას ფლომასტერით გადავჯღაბნოთ. 10. ამის შემდეგ, კომპიუტერი და ინგლისური შევიტანოთ ახალ კონსტიტუციაში. მხოლოდ ამგვარად დამშვენებულნი და ამაყები თუ შევალთ ევროპელ ხალხთა ნათელ სასუფეველში!" , -  წერს გლურჯიძე ნათია ფანჯიკიძის სტატუსის საპასუხოდ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner