logo_geo
eng_logo
ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა ჰოსპიტალშია გადაყვანილი
- +

12 აპრილი. 2017. 01:17



როგორც BBC იუწყება, დორტმუნდის „ბორუსიას" ავტობუსის აფეთქების შედეგად დაზარალებული 26 წლის ესპანელი ფეხბურთელი მარკ ბარტრა, ჰოსპიტალშია ხელის დაზიანებითაა გადაყვანილი.


მარკ ბარტრას დაშავებას უკვე გამოეხმაურა ესპანეთის პრემიერ მინისტრი, მარიანო რახოი, რომელმაც ესპანელ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ბარტრას დაზიანებას მისი ყოფილი კლუბი „ბარსელონა" სოციალურ ქსელ twitter-ში ეხმიანება.


ამასთან, პომერანიის მიწის პოლიციამ მოუწოდა ყველას, ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე თავი შეიკავონ, ბორუსია დორტმუნდის ავტობუსში მომხდარი აფეთქების რაიმე სახის ინტერპრეტაციის ან შეფასების მიცემისაგან.


შეგახსენებთ, რომ UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის თამაში დორტმუნდის „ბორუსიასა" და ფრანგულ „მონაკოს" შორის ხვალისთვის გადაიდო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner