აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს.
„პუტინი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ბოროტია. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. ეს ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის. ეს ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის", - განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საფუძველს იძლევა მას „ცხოველი" უწოდო.
„რუსეთი რომ არ შესულიყო სირიაში და მხარი არ დაეჭირა იმ ცხოველისთვის, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.