logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: რუსეთს მხარი რომ არ დაეჭირა ამ ცხოველისთვის, დღეს პრობლემები არ იქნებოდა
- +

12 აპრილი. 2017. 10:55




აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business Network-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაშარ ალ-ასადის სახით რუსეთი მხარს უჭერს ბოროტ ადამიანს.


„პუტინი მხარს უჭერს ადამიანს, რომელიც სინამდვილეში ბოროტია. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია რუსეთისთვის. ეს ძალიან ცუდია კაცობრიობისთვის. ეს ძალიან ცუდია მსოფლიოსთვის", - განაცხადა ტრამპმა.


მისივე თქმით, ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება საფუძველს იძლევა მას „ცხოველი" უწოდო.


„რუსეთი რომ არ შესულიყო სირიაში და მხარი არ დაეჭირა იმ ცხოველისთვის, დღეს ეს პრობლემები არ იქნებოდა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner