logo_geo
eng_logo
ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის რეალური მიზეზი ცნობილი გახდა
- +

12 აპრილი. 2017. 11:30



პოლონური საგამოძიებო კომისიის ახალ დასკვნაში ნათქვამია, რომ 2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფეთქება გახდა.


კომისია ასევე ვარაუდობს, რომ რუსმა დისპეტჩერებმა განზრახ შეიყვანეს შეცდომაში პოლონეთის პრეზიდენტის აეროხომალდის მფრინავები, როდესაც თვიმფრინავი სმოლენსკის სამხედრო აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა.


ტრაგედია აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც თვითმფრინავის შიგნით მოხდა, რამაც საფრენი საშუალება ათასობით ფრაგმენტად დაშალა და მგზავრების სიცოცხლე შეიწირა", - ნათქვამია კომისიის პრეზენტაციაში.


ახალი საგამოძიებო კომისია 2015 წელს, მმართველი „კანონისა და სამართლის" პარტიის მიერ შეიქმნა, რომელსაც ლეხ კაჩინსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღანელობს


შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი 7 წლის წინ სმოლენსკთან ახლოს ჩამოვარდა. პოლონეთის პრეზიდენტი, პირველი ლედი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები კატინის ტრაგედიის დროს დახვრეტილი პოლონელების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, სამგლოვიარო პროცესიაზე მიემგზავრებოდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner