logo_geo
eng_logo
სანდრო გირგვლიანის საქმე - ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა
- +

12 აპრილი. 2017. 11:32



გახმაურებული საქმის ახალი გარემოებები: პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს სკანდალური ჩვენება მისცა.


სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკითხულმა ნინო ბურჯანაძემ ის ყოფილი მაღალჩინოსნები დაასახელა, რომლებიც, მისივე თქმით, მკვლელობის დამკვეთებს და შემსრულებლებს მფარველობდნენ.


პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ექს-პრეზიდენტთან და იმდროინდელ სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან დღემდე უცნობი შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა.


ჩვენების მიხედვით, ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილის და დათა ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდა, რაზეც მაშინდელი მაღალჩინოსნებისგან უარი მიიღო.


საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ დღეს დასახელებული პირები ჯერ დუმილს ინარჩუნებენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner