logo_geo
eng_logo
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა“
- +

12 აპრილი. 2017. 11:38




სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს განსახილველად ყოველწლიურ ანგარიში წარუდგინა. როგორც უწყების ანგარიშშია ნათქვამი, სუს-ის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმიდან მომდინარე არაპროგნოზირებადი საფრთხეები არ შემცირებულა. საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო" გლობალური ტერორიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინებად რჩება. 2016 წელს პოზიციები და შესაძლებლობები შეინარჩუნეს სხვა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციებმაც, შესაბამისად, არ შემცირებულა მათთან ასოცირებული საფრთხეები. საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. „ისლამურმა სახელმწიფომ" და სხვა ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინეს. რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის რელიგიური შეხედულებები და დაბალი ცნობიერება საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვის მსურველი, რადიკალიზებული მოქალაქეების რაოდენობა. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრესი ამოცანაა სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა. საანგარიშო პერიოდში, ამ მიმართულებით უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები. 13 აღნიშნული მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული პირების საქმიანობის გამოვლენასა და აღკვეთას. სამსახურის საქმიანობა ასევე მიმართული იყო, სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით, ქვეყნის ტერიტორიის სატრანზიტოდ გამოყენების ფაქტების გამოვლენაზე. აქტიურად ხორციელდებოდა რადიკალური იდეოლოგიის გამავრცელებელი პირებისა და ორგანიზაციების ოპერატიული კონტროლი. 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, რამდენიმე პირზე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ბრალდების მხარის სასარგებლოდ, დასრულდა 2015 წელს აღძრული რამდენიმე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმე. 2016 წლის 7 მარტს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. წარმომადგენელ აიუფ ბორჩაშვილსა და მისი დაჯგუფების წევრებს (გ. კუპრავა, გ. ხუტუნიშვილი და დ. ფირისებია) თბილისის საქალაქო სასამართლომ, სხვადასხვა ვადით, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის აგვისტოში სასამართლოს მიერ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი დავით ბორჩაშვილიც, რომელსაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით პატიმრობაში მყოფ შარხან მარგოშვილს, 2016 წლის აგვისტოში მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი. 28 დეკემბერს სსკ-ს 327-ე მუხლით დაიწყო გამოძიება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, რომელიც საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი დაჯგუფების შექმნას ცდილობდა. კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების 15 კაციანი ჯგუფის მიმართ, რომლებიც ექსტრემისტული მოწოდებებით ტერორიზმის იდეოლოგიურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ. 2016 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა. ხორციელდებოდა ბიზნეს და საქველმოქმედო ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი, ტერორისტული დაჯგუფებების ფინანსური ინტერესების შესაძლო 14 გამტარებელი პირების საქმიანობის კონტროლი. გამოვლენილ იქნა უცხო ქვეყნის 20- მდე მოქალაქე, რომელთაც დაფუძნებული ჰქონდათ საეჭვო ფინანსურ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები. 2016 წლის 2 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას გულისხმობს, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და მიმდინარეობს გამოძიება. გამოვლენილია „ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი, საზღვარგარეთ მცხოვრები, საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტ რესურსის, კერძოდ, ე.წ. ბლოგებისა და სოციალური მედიის გამოყენებით ეწეოდნენ ტერორისტული ორგანიზაციის იდეოლოგიურ მხარდაჭერას. 2016 წლის აპრილსა და ოქტომბერში სსკ-ს 328-ე მუხლით, რაც ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს, აღნიშნული პირების მიმართ დაიწყო გამოძიება. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მუშაობდა სირიასა და ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მსურველთა მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტულად გამოყენების აღკვეთის მიმართულებით. დადგენილია პირი, რომელიც დახმარებას უწევდა კონფლიქტის ზონაში გამგზავრების მსურველ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფ პირებს. ასევე, ეხმარებოდა მათ სხვადასხვა ტიპის გზავნილების მიღებაში. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საანგარიშო პერიოდში მუდმივად ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები საქართველოს მოქალაქეების საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის გამგზავრების პრევენციის მიზნით. სუს-სა და პარტნიორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის მუდმივად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანებულ ან/და კავშირში მყოფ პირებზე, ასევე ტრანზიტულად გადაადგილების მსურველებზე. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სასაზღვრო კონტროლზე დაყენებულ იქნა რამდენიმე ასეული პირი. მთლიანობაში, კონტრტერორისტული მიმართულებით, საქართველოს სასაზღვრო კონტროლზე აყვანილ იქნა 1500 პირი, ხოლო 750-ს აეკრძალა საქართველოში შემოსვლა. ტერორისტული საქმიანობისთვის ქვეყნიდან გამგზავრება/შემოსვლის პრევენციის მიზნით, შსს-სთან თანამშრომლობით, სათანადოდ ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, ხდება ვიზიტორებთან გასაუბრება. ყველა სასაზღვრო- გამტარი პუნქტი აღჭურვილია ბირთვული და რადიოაქტიური 15 მასალების/ნივთიერებების აღმომჩენი დეტექტორებით. პერმანენტულ რეჟიმში ხორციელდება საზღვრის მართვაში ჩართული უწყებების თანამშრომელთა გადამზადება, მათ შორის, ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის სფეროში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურთიერთობა აშშ-სთან, ისრაელთან, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიასთან კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების (საგამოძიებო და ანალიტიკური სასწავლო კურსები), ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვის მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას. გაგრძელდა ტერორისტული თავდასხმის პოტენციური სამიზნე სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტებისა და მათი დამხმარე შენობა-ნაგებობების პასპორტიზაცია და რისკების ანალიზის პროცესი. მიმდინარეობდა მაღალი რისკის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების (ე.წ. იოლი სამიზნეები) უსაფრთხოების ზომების შეფასებაც. მუდმივად ხდებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალური დანაყოფების მომზადება/გადამზადება როგორც ტაქტიკური მოქმედებების, ისე განაღმვითი სამუშაოების და მასობრივი განადგურების საშუალებების გამოვლენისა და გაუვნებელყოფის კუთხით", - ნათქვამია უწყების ყოველწლიურ ანგარიშში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner