ჭიათურის მაღაროში, უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან ჩამოვარდა. ის ადგილზევე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.