logo_geo
eng_logo
ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი არ დაუტოვებია!
- +

12 აპრილი. 2017. 11:57




„არ დაუტოვებია ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი, არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს", - ამის შესახებ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა „რეპორტიორს" განუცხადა და გუშინ თოქ-შოუ „რეაქციაში" გაჟღერებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ხელფასის განახევრების გამო, მსახიობმა ნოდარ მგალობლიშვილმა თეატრი დატოვა.


როგორც მაზმიშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მსახიობებს ხელფასები შეუმცირდათ, თუმცა, ეს 79 მსახიობიდან მხოლოდ 16-ს შეეხო, მათ შორისაა ნოდარ მგალობლიშვილი, გურანდა გაბუნია და კიდევ რამდენიმე მსახიობი.


„ხელფასების შემცირება მოხდა 10%-იდან 40%-მდე. ნოდარ მგალობლიშვილს ხელფასი 40%-ით დააკლდა.

 

თეატრში არის 79 მსახიობი. მინდა, კარგად ავხსნა, 79 მსახიობიდან მხოლოდ 20%-ს დააკლდა ხელფასი, მათ შორის, ნოდარ მგალობლიშვილს და გურანდა გაბუნიასაც. ხელფასები დააკლდათ სხვა მსახიობებსაც, რომელთაც დახმარების სხვა საშუალებებიც აქვთ, შესაბამისად, ჩვენ ამაზე ვიფიქრეთ და გადავანაწილეთ ისე, რომ რაღაცნაირად ბალანსი ყოფილიყო დაცული. ბუნებრივია, ეს ნაფიქრი თემაა და ხელაღებით არაფერი მომხდარა. ხელფასი 79-იდან მხოლოდ 16 მსახიობს დააკლდა. ამაზე პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვიღებ. თუმცა, გადაწყვეტილება სერიოზული დაფიქრებით მივიღე, არ არის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ადვილი.

 

არის კიდევ ერთი საკითხი, გუშინ მინისტრმაც გააჟღერა, რომ ნოდარ მგალობლიშვილს თეატრი არ დაუტოვებია, თუმცა, გადაცემაში კიდევ ერთხელ დაუდასტურეს, რომ დატოვაო. თეატრის დატოვება ნიშნავს განცხადების დაწერას  წასვლაზე, ხომ? მსგავსი რამ არ მომხდარა!

 

რაც შეეხება გაფიცვას, ჩვენთან თეატრში მსგავსი არაფერი ხდება, ყოველდღე ვთამაშობთ სპექტაკლებს.

 

ხვალ გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაა, ამიტომ ვცდილობთ, სხვა თემებზე არ ვისაუბროთ და ღირსეულად გავაცილოთ გივი ბერიკაშვილი თეატრიდან", - აცხადებს მაზმიშვილი.  

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner