პარტია „მრეწველობა გადარჩენს საქართველოს" ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმატით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება.
„არსებობენ განსხვავებული პოლიტიკური მიმართულების პარტიები - მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები, ლიბერალები და აშ. თუმცა, მათ გარკვეული საერთო აქვთ. ლიბერალებთან ჩვენ არასოდეს ვითანამშრომლებთ.
ჯერ შიდაპარტიული კონსულტაციები გვექნება, შემდეგ - პოლიტიკურ პარტიებთან. მოვლენებს ჯერ წინ ნუ გავუსწრებთ. პირველ რიგში განვიხილავთ კოალიციაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს", - განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.