პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია facebook-ზე პოსტს აქვეყნებს:
„მხოლოდ საქართველოში: მინისტრი, პოლიტიკოსი ახერხებს, ბედავს, რომ მრუშობა და ღალატი ზოგადეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მიზნებით და ამოცანებით „გააპრავოს"! ბევრი ილაპარაკოს ამავე დროს ოჯახზე, შვილებზე, პატიოსნებაზე...
არა, რა ჩვენი საქმეა, არც ვაპირებ განხილვას, ვინ, ვის, რას უკეთებდა გუშინ ატვირთულ ვიდეოში. მე უბრალოდ დამლაიქებლების გონებაში რა ხდება, ეს მაინტერესებს. ალბათ როგორ უნდა მოინდომო, რომ 69-ე პოზაში ამომრჩეველზე და სამშობლოზე იფიქრო!
P.S. „ქართლის დედა" დგას თუ გაიქცა უკვე?" - წერს გამსახურდია.