logo_geo
eng_logo
ვლადიმირ პუტინი: ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონთან ნდობის ხარისხი გაუარესდა
- +

12 აპრილი. 2017. 15:05



რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმპუტინმა ტელეარხ „Мир"-სთვის მიცემულ ინტერვიუში, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას - „გაუარესდა თუ არა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტობისას", განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონთან ნდობის ხარისხი გაურესდა.


დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას ვაშინგტონთან ნდობის ხარისხი, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში არ გაუმჯობესდა. ვიტყოდი, რომ გაურესდა კიდევაც", - განაცხადა პუტინმა.


აღსანიშნავია, რომ მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმყოფება.


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი იმედოვნებს, რომ თავის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან გულწრფელი დიალოგი ექნება. აღნიშნულის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა რექს ტილერსონმა სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების დაწყებამდე განაცხადა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner