logo_geo
eng_logo
სააკაშვილი: ამის გადაყლაპვას არ ვაპირებ!
- +

1 აპრილი. 2016. 13:31



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, გადაცემა „უკრაინა 112"-ის პირდაპირ ეთერში, უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საუბრობს.



დღეს მოხდა ის, რაზეც ყველანი უნდა დავფიქრდეთ. ერთი დღის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოროშენკომ საყვარელიძე მიიღო და თანამდებობაზე აღდგენას დაჰპირდა და ამის შემდეგ ამერიკაში გაფრინდა, ოდესის პროკურორად სხვა ადამიანი დაინიშნა, ოდესელები უყურებენ ამ გადაცემას და ძალიან კარგად იციან, ვინც არის ეს ადამიანი. ეს არის ყველაზე გულისამრევი, ყველაზე სასოწარკვეთილი, ყველაზე უვარგისი, ვინც კი შეიძლება უკრაინაში იყოს. ეს არის მულტიმილიონერი, რომელმაც ძველი პროკურორი შთანთქა, რომელიც უამრავ კრიმინალურ ამბავშია გარეული. მას მერე, რაც მაიდანზე ამდენი ხალხი დაღუპა, ეს აბსოლუტური გარეწარი უკრაინის ყველაზე დიდი რეგიონის პროკურორად დაინიშნა.

 

 

მე ხვალ წავალ ოდესაში და საზოგაოების მობილიზაციას მოვახდენ, მე ამის გადაყლაპვას არ ვაპირებ! მარტო ეს ხალხი კი არ უნდა მოშორდეს აქაურობას, არამედ ის ხალხიც უნდა დაისაჯოს, ვინც ესენი თანამდებობებზე დანიშნა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა ხდებოდა ოდესაში საყვარელიძის მოსვლამდე - პროკურატურა ყოველ ბიზნესს ფულს სძალავდა. მე არ შევეგუები იმას, რომ ეს ძველი მუმიები, ეს უკრაინული კორუფციის ძველი მუმიფიცირებული რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ ძალიანაც ცოცხალია და რომლისგანაც იდეაში გავთავისუფლდით, უკან დაბრუნდეს. ეს ტიპაჟი, ეს არსება, სხვანაირად მე მას ვერც მოვიხსენიებ, ეს მულტიმილიონერი, რომელსაც უამრავი ქონება აქვს, რადგან სახლმწიფოს ფულით გამდიდრდა, თანამდებობას მესამედ ყიდულობს და ეს პირი უნდა იჯდეს საყვარელიძის ნაცვლად?!" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner