logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: შესაძლოა, საქმე გვაქვს არაეფექტურ ადმინისტრირებასთან
- +

12 აპრილი. 2017. 17:21

ინგა გრიოგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ განიხილებოდა ქართველი მსახიობების ხელფასების დაკლების საკითხი. ნოდარ მგალობლიშვილს, თამარ სხირტლაძეს, თენგიზ არჩვაძეს, ლეო ანთაძეს და აწ გარდაცვლილ გივი ბერიკაშვილს ორი კვირის წინ ხელფასები შეუმცირეს. ნოდარ მგალობლიშვილმა კი პროტესტის ნიშნად თეატრი დატოვა. სტუდიაში მოწვეული იყვნენ სტუმრები, მსახიობები, რომლებიც მოითხოვენ მსახიობის პროფესიის დაფასებას და შესაბამისად, ხელფასების მომატებას. გადაცემაში პირდაპირ ეთერში ჩაერთო კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომელმაც განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტის 33% სწორედ თეატრალურ მიმართულებაზე იხარჯება.

 

„ჩემი მოსვლის შემდეგ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი და კულტურის დაფინანსება 20 მილიონი ლარით გაიზარდა. თეატრალურ მიმართულებას კი,  სხვა სფეროებთან შედარებით ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაწილი -  33% ხმარდება.

 

თუ რის ხარჯზე აიტანდნენ დაფინანსების 10%-იან შემცირებას, ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მიეღოთ თეატრების ხელმძღვანელებს. შეემცირებინათ საერთო ხარჯები თუ მსახიობების ხელფასები - ეს იყო ინდივიდუალური გადაწყვეტილება. შესაძლოა, საქმე გვაქვს არაეფექტურ ადმინისტრირებასთან.  ზოგმა ადმინისტრაციული დანახარჯების ხარჯზე მოახდინა შემცირება და არ დააკლო მსახიობებს ხელფასი, ზოგმა გადაწყვიტა, რომ ვინც ნაკლებად ან საერთოდ არ არიან დაკავებული სპექტაკლებით, იმათთვის ჩამოეკლო“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

 


  

right_banner right_banner
არქივი
right_banner