logo_geo
eng_logo
თემურ თათარაშვილი: სააკაშვილს უხეშად ვუპასუხე და ყურმილი დავუკიდე...
- +

1 აპრილი. 2016. 13:32



მომღერალმა თემურ თათარაშვილმა, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, საქართველოს პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის თხოვნით მიმართა, თუმცა მისი განცხადებით, უარი მიიღო.


როგორც მან გია ჯაჯანიძის გადაცემა „სხვა რაკურსში" განაცხადა, მოქალაქეობაზე უარი ისე უთხრეს, რომ აღნიშნული მოთხოვნის შესახებ არც პრეზიდენტმა და არც იუსტიციის მინისტრმა არაფერი იცოდა.


მე რუსეთის მოქალაქეობა ერთადერთი იმის გამო მივიღე, რომ არ მჯდარიყავი სახლში და თავისუფლად გავსულიყავი ქუჩაში და მემუშავა", - განაცხადა თემურ თათარაშვილმა.


მომღერალმა მისი დაკავების დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის გათავისუფლებაში დიდი წვლილი მომღერლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს მიუძღვის.


მისი თქმით, მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რის გამოც გააჩერეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, ციხეში ჩასვეს.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner