logo_geo
eng_logo
თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის 1 035 000 ლარი გადაირიცხება
- +

12 აპრილი. 2017. 17:53


თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყარო"-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულთათვის „თიბისი ბანკში" (მერიის მომსახურე ბანკის) ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 1 035 000 ლარი გადაირიცხება.  ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


„დაზარალებული მეწარმეები თანხის აღებას 13 აპრილს, 15:00 საათიდან  „თიბისი ბანკის" სამ ფილიალში შეძლებენ: ცენტრალურ ფილიალში-ჭავჭავაძის N11-ში, მარჯანიშვილის ფილიალში - მარჯანიშვილის N 7-ში და დიდუბის ფილიალში - წერეთლის N 117-ში.

 

„ბავშვთა სამყაროს" მეწარმეები შესაბამისი განაცხადის გაფორმებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ 3 000 ლარს, ერთჯერადი დახმარების სახით, ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებენ.

 

თბილისის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან დახმარება საერთო ჯამში 345 დაზარალებულს გაეწევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილება 11 აპრილის საკრებულოს სხდომაზე შევიდა", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner