გურჯაანში 24 წლის გოგონას მოტაცების ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტეს, 24 წლის გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გატაცებული და გამტაცებელი პოლიციამ ცოტა ხნის წინ იპოვა.
24 წლის გოგონა გურჯაანში 27 წლის მამაკაცმა დღეს მოიტაცა. ცნობილია, რომ გატაცებულმა გოგონამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე სამართალდამცავებს მიმართა და განაცხადა, რომ აღნიშნული პირი მას ავიწროვებდა.