logo_geo
eng_logo
სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საჯარო უარყოფა და ფულადი ჯარიმა დააკისრა
- +

12 აპრილი. 2017. 19:00


 


სასამართლომ ეკა ბესელიას სარჩელი, გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის წინააღმდეგ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ეკა ბესელიას ადვოკატმა გიგა კვერენჩხილაძემ განუცხადა.


მისი ინფორმაციით, სასამართლომ ელისო კილაძეს ეკა ბესელიას მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საჯარო უარყოფა და ფულადი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს, დეპუტატის მიერ მოთხოვნილი 20 500 ლარი არ დაეკისრა და მხოლოდ 1500-ლარიანი ჯარიმა დაუწესა.


საქმე ეხება ე.წ. კოკაინის საქმესთან დაკავშირებით ელისო კილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც, მან ეკა ბესელია კორუფციაში და ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. აღნიშნული განცხადებების გამო დეპუტატმა სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომლითაც ელისო კილაძისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 20 500 ლარს ითხოვდა.


ეკა ბესელიამ ანალოგიური სარჩელი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგაც შეიტანა, რომელზეც სასამართლომ გადაწყვეტილება ასევე პარლამენტის წევრის სასარგებლოდ გამოიტანა.


„ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ეკა ბესელიას სარჩელზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner