logo_geo
eng_logo
ეკა ბესელიამ „ქრონიკა +“-ის რედაქტორს სასამართლო დავა მოუგო
- +

12 აპრილი. 2017. 20:33


 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გაზეთ „ქრონიკა +"-ის რედაქტორ ელისო კილაძეს სასამართლო დავა მოუგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ელისო კილაძეს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა და ეკა ბესელიას მისამართით ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა დაეკისრა.


თავდაპირველად ეკა ბესელიას მისამართით .. კოკაინის საქმის მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე ცილისმწამებლური განცხადებები დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. მას აჰყვა ელისო კილაძე და ტანდემში მიდიოდა შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები. ამიტომაც, დეპუტატ ალეკო ელისაშვილს და ელისო კილაძეს ვუჩივლეთ. დღეს კი ეს დავა მოვიგეთ. "ქრონიკა +"-ის რედაქტორს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1500 ლარის გადახდა და განცხადებების უარყოფა დაეკისრა", -განუცხადა კვირას" ადვოკატმა.



მისი ინფორმაციით, 1500 ლარი, რომლის გადახდაც სასამართლომ ელისო კილაძეს დააკისრა, ობოლთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დასახმარებლად გადაირიცხება.



შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელია „რუსთავი 2"-ის ეთერში 2015 წელს გასულ ინფორმაციას ცილისწამებად მიიჩნევდა. ელისო კილაძე აცხადებდა, რომ ბესელიამ ნარკოდანაშაულში ბრალდებულები პოლიტიკურ პატიმართა სიაში შეიყვანა და გარკვეული გასამრჯელოც მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ ელისო კილაძის ინფორმაცია ფაქტებს არ ეყრდნობოდა და მის პირად მოსაზრებას წარმოადგენდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner