logo_geo
eng_logo
გურანდა გაბუნია: ჯერ ძეგლი უნდა დავდგა, თუთაშხიას ძეგლი!
- +

12 აპრილი. 2017. 22:07


 

„მსახიობმა უნდა ითამაშოს იქამდე, სანამ არ გააგდებენ. თუ გააგდებენ მაშინ უნდა წავიდეს. თეატრი უნდა გიყვარდეს ისე, როგორც უყვარდა სტანისლავსკის", - ამის შესახებ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობმა, გურანდა გაბუნიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.  გაბუნიამ ასევე განმარტა, რომ მან არ იცის  ხელფასები ვის შეუმცირეს.


„არ ვიცი ვის შეუმცირეს ხელფასი, მაგრამ პირადად მე, თვითონ დავდე ფული, იმიტომ რომ ვიცოდი თეატრში მოსული ახალგაზრდა მსახიობები კაპიკებს იღებდნენ.

 

მე იმიტომ დავთანხმდი ქამრების შემოჭერას, რომ ახალგაზრდები კაპიკებს იღებდნენ. მე ამით არ მოვკდები, დიდხანს ვიცოცხლებ და საქმე უნდა ვაკეთო ოთარისთვის. ჯერ ძეგლი უნდა დავდგა, თუთაშხიას ძეგლი. გივი ბერიკაშვილი ისეთი კაცი იყო, ცოცხალი რომ იყოს, გვერდში დამიდგებოდა. იმიტომ, რომ გივი იყო ვაჟკაცი კაცი", - განაცხადა გურანდა გაბუნიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner