logo_geo
eng_logo
თეატრის დირექტორის თქმით, მსახიობები შემცირებული ხელფასების ხარჯზე, მომატებულ ჰონორარს იღებენ
- +

12 აპრილი. 2017. 22:44



მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკატერინე მაზმიაშვილი აცხადებს, რომ ხელფასები კი შეუმცირდათ მსახიობებს, მაგრამ სამაგიეროდ, მკვეთრად გაიზარდა იმ თანხის მოცულობა, რომელსაც ისინი ყოველი სპეკტაკლის შემდეგ იღებდნენ. ამის შესახებ დირექტორი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საუბრობს.

 

„კომფიდენციალური ინფორმაციაა. თუ საჭიროია, ამ თანხას შემდეგში დავასახელებ. მთავარი არის ის, რომ იმ ჯგუფმა ადამიანების, ვისაც ხელფასი დააკლდა, დაგვეხმარნენ იმაში, რომ შეგვენარჩუნებინა დასი, ახალგაზრდობა.  ქალბატონ ქეთის აქამდე არ დაუტოვებია თეატრი. ჩვენ ამაზე შევთანხმდით, რა უნდა გაგვეკეთებინა სხვა?!"- აღნიშნა ეკატერინე მაზმიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner