logo_geo
eng_logo
ფრანსუა ოლანდი: დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს
- +

19 თებერვალი. 2016. 11:04


საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ბრიუსელში მიმდინარე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის შესაძლებელია იმიტომ, რომ აუცილებელია.


 

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში უნდა დარჩეს, თუმცა, არც ერთ ქვეყანას არ ექნება უფლება, თავიდან აირიდოს საერთო რეგულაციები", - განაცხადა ფრანსუა ოლანდმა.



ჩვენ შეთანხმების მიღწევის ძალიან კარგი შანსი გვაქვს, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.



დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონ განცხადებით, ის დაეთანხმება იმ პირობებს, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის მოთხოვნები ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნება.



მე დავეთანხმები შეთანხმებას, რომელიც ჩვენს საჭიროებებს დაემთხვევა", -განაცხადა დევიდ ქემერონმა და აღნიშნა, რომ იგი იბრძოლებს ბრიტანეთისთვის.



ბრიუსელში დიდი ბრიტანეთის მიერ შემუშავებულ ევროკავშირის რეფორმებთან დაკავშირებით სამიტი მიმდინარეობს. რეფორმები ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას განსაზღვრავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner